მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კლუბის განვლილი მატჩები შეაფასა.
მოგეხსენებათ, რეკორდმაისტერმა სუპერთასი მოიგო, ბუნდესლიგაში კი სამიდან სამი მოგება აქვს.
"იდეალური სტარტია, სამი თამაში მოვიგეთ და ამას დამატებული სუპერთასი, თუმცა ჯერ დასკვნების გამოტანა ადრეა.
წინ მთელი სეზონია და მთავარია, რომ ასეთ ტემპში გავაგრძელოთ და სასურველ მიზანს მივაღწიოთ", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.