ბუნდესლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდა და მეტოქე 0:2 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში თავი გოლებით ჯამალ მუსიალამ და ჩუპო-მოტინგმა გამოიჩინეს, ამ უკანასკნელმა კი ბოლო 3 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჩუპომ საკუთარ ფორმაზე ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვაზე - რა საიდუმლო დგას ამ ყველაფრის მიღმა, უპასუხა:
"არანაირი საიდუმლო არ არსებობს. სავარჯიშო პროცესსზე ყველაფერს ვაკეთებ და კარგად ვვარჯიშობ. ვენდობი ჩემს და თანაგუნდელების სათამაშო ხარისხს. მშვენიერია, რომ ყველაფერი კარგად მიდის", - განაცხადა კამერუნელმა ფორვარდმა.