ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ბაიერნს გამოკვეთილი ფორვარდის პრობლემა შეექმნა, მართალია, ბოლო მატჩებში ეს როლი საკუთარ თავზე ჩუპო-მოტინგმა ითავა, თუმცა კლუბი კვლავ ტოპ მოთამაშის ძიებაშია.
გერმანულ მედიაში, ჰარი კეინის ბაიერნში შესაძლო ტრასნფერზე ყოველდღიურად იწერება, თუმცა, როგორც სალიჰამიჯიჩის დღევანდელმა კომენტარმა გვიჩვენა, ბაიერნი ინგლისელი შემტევით დაინტერესებული არ არის - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე:
"ის მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ მოთამაშეა, თუმცა ჩვენ ისეთ ფეხბურთელებთან არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომელთაც კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებთ", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.
ცნობისთვის, კეინს ტოტენჰემთან არსებული კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, გერმანულ Transfermarkt-ს კი 29 წლის ფორვარდი 90 მილიონ ევრო ჰყავს შეფასებული