როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ, ფრანკ რიბერიმ 39 წლის ასაკში კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმაც გააკეთა:
"მადლობა ყველაფრისთვის ჩემო მეგობარო!
ყოველთვის დიდი სიამოვნება იყო შენთან ერთად მოედანზე და მის გარეთ ყოფნა. შეგიძლია იამაყო იმ ყველაფრით, რასაც მიაღწიე. "რობერი" ყოველთვის იყო და იქნება პატივი ჩემთვის
ახლა დრო ოჯახთან ერთად გაატარე, მალე გნახავ", - წერს რობენი სოციალურ ქსელში.