კურტუა: "ნოიერმა დაიწყო ეს პროცესი და მეკარეებისთვის ბევრი რამ შეცვალა"
მადრიდის რეალის ბელგიელმა მეკარემ, ტიბო კურტუამ მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯზე, მანუელ ნოიერზე ისაუბრა:
"ნოიერი პირველი იყო, ვინც ეს დიდი ცვლილება წამოიწყო. იმან, რაც მან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გააკეთა, საბოლოოდ მეკარის მოვალეობაზე დიდი გავლენა იქონია. ამის შემდეგ, მეკარე აღარ იყო ის ფიგურა, რომელსაც მხოლოდ ბურთის მოგერიება ევალებოდა", - განაცხადა ტიბო კურტუამ.