დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდება.
გასულ ტურში ამ გუნდების დაპირისპირება მიუნხენში შედგა და ნაგელსმანის გუნდმა ბარსელონა 2:0 დაამარცხა - აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ბაიერნის ყოფილი და ამჟამად კატალონიელთა შემტევი, რობერტ ლევანდოვსკიც იღებდა, რომელმაც გოლის გატანა ვერ მოახერხა.
სწორედ ამ თემას შეეხო მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესი:
"ეს მისთვის შურისძიების თამაშია, რადგან მიუნხენში გოლი არ გაუტანია. ლევანდოვსკისთვისაც და მთლიანად გუნდისთვის ეს მატჩი კარგი შესაძლებლობა იქნება", - განაცხადა ჩავიმ.