ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ინტერმა საკუთარ მოედანზე ვიქტორია პლზენს უმასპინძლა და მეტოქე 4:0 გაანადგურა.
აღნიშნული გამარჯვებით, ინტერმა 10 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში გაინაღდა, რაც შეეხება ბარსელონას, ჩავის გუნდმა ბაიერნთან საშინაო მატჩი 0:3 წააგო, თუმცა გუნდი უმოტივაციო იყო, რადგან ამ შეხვედრაში გამარჯვება მათთვის არაფერს წყვეტდა.
ბაიერნთან მატჩის შემდეგ, ბარსელონას პრეზიდენტმა გერმანულ კლუბზე ისაუბრა:
"ბაიერნი კარგად აწყობილი გუნდია, ძალიან ძლიერი - ვიტყოდი, რომ ისინი საუკეთესოები არიან, მინიმუმ ერთ-ერთი საუკეთესოები ევროპაში. ძალიან რთული იყო მათთან თამაში, როცა ვიცოდით, რომ უკვე ევროპა ლიგაზე ვიყავით გავარდნილები.
ინტერის გამარჯვების ყურება ნამდვილი წამება იყო, რადგან იმ სასწაულის ვიწამეთ, რომელიც არასდროს მოხდებოდა", - განაცხადა ლაპორტამ.