მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა ერთ-ერთ ინტერვიუში გერმანული კლუბის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა:
'ბაიერნმა საზღვრები უნდა დააწესოს და თქვას 'არა!" თუ მათ გადაკვეთს. ამ მომენტისთვის ბიზნესში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. დავიდ ალაბას შემთხვევაში მე მკაფიო პოზიცია დავაფიქსირე...
ბარსელონას მსგავსად ბანკის ფულების ხარჯვა მარტივია - მაგრამ იყო წარმატებული სესეხების გარეშე, ეს არის ხელოვნება. გვინდა, რომ ბაიერნში ყველაფერი ასე დარჩეს', - განაცხადა ჰიონესმა.
აქვე შეგახსენებთ - ცოტა ხნის წინ, ბაიერნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჰერბეტ ჰაინერმა განაცხადა, რომ ბაიერნი ვალებისგან სრულად თავისუფალია და არანაირი დავალაინება არ აქვს, მეტიც:"ჩვენ ვფლობთ ალიანს არენას და ბაიერნის კამპუსის 100%-ს, ყველაფერი გადახდილია!", - განაცხადა პრეზიდენტმა.