ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბარსელონა 2004 წელს ბაიერნის ამომავალი ვარსკვლავის, ჯამალ მუსიალას შეძენას ცდილობდა.
7 წლის წინ, როდესაც ჯამალ მუსიალა ჯერ კიდევ ჩელსის აკადემიის წევრი იყო, მამამისმა, კატალონიურ გუნდს მისი თავი შესთავაზა, თუმცა ბარსელონამ მისი გაფორმება FIFA-ს რეგულაციების გამო ვერ შეძლო - საქმე იმაშია, რომ წესების თანახმად, კლუბს არ აქვს უფლება 16-წლამდე მოთამაშე ევროპელი ფეხბურთელი გაიფორმოს, თუ მისი ოჯახი ამავე ქვეყანაში არ ცხოვრობს.
საბედნიეროდ, ჯამალ მუსიალა საბოლოოდ ბაიერნში აღმოჩნდა და ჩინებულ სეზონსაც ატარებს.