ხვალ, ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი საშინაო არენაზე მაინცსს უმასპინძლებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე, იულიან ნაგელსმანმა ჩუპო-მოტინგზე ისაუბრა, რომელიც ჩინებულ ფორმაშია:
"ის შესაშურ ფორმაშია. ამ მომენტისთვის, ყველაფერს კარგად ართმევს თავს. ზოგადად, ცხოვრება გაჯილდოებს, იმისათვის, რომ კარგი ბიჭი ხარ...
მას ძალიან კარგი ხასიათები აქვს და მჯერა, რომ ასე თამაშს გააგრძელებს. პლუს ამას, ხვალ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუეწვს თამაში", - განაცხადა ნაგელსმანმა.