მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა, მიუნხენის ბაიერნს მანუელ ნოიერი აკლია - გერმანელ მეკარეს მხრის ტრავმა აქვს და როგორც იწერება, უახლოეს მატჩებში მისი დაბრუნება მოსალოდნელი არ არის.
აღნიშნულ საკითხზე, მანუს მთავარმა შემცვლელმა და კონკურენტმა, სვენ ულრაიხმაც ისაუბრა:
"მანუ გამოჯანმრთელების გზაზეა. ვფიქრობ, ის მსოფლიო ჩემპიონატის წინ მოახერხებს თამაშს და მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატსაც მაღალ დონეზე ჩაატარებს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ულრაიხმა.