ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი საკუთარ არენაზე ინტერს უმასპინძლებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, მიუნხენელთა თავკაცმა, იულიან ნაგელსმანმა პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა:
"ხვალ როტაციას ვაპირებთ, რადგან რამოდენიმე მოთამაშე გადაღლილია. ცხადია, აღნიშნული შეხვედრის მოგება გვსურს, თუმცა ბუნდესლიგაში ჯერ კიდევ გვაქვს მნიშვნელოვანი მატჩები დარჩენილი.
ხვალ თავის გამოჩენის საშუალება სხვა მოთამაშეებსაც მიეცემათ, დიახ, გრავენბერხი სასტარტოდან დაიწყებს.
18 ქულა? ეს ბრწყინვალე შედეგი იქნება ამ ჯგუფში", - განაცხადა ნაგელსმანმა.