ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში, ინტერს ალიანს არენაზე უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვებით, მიუნხენურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფი 100%-იანი შედეგით, 18 ქულით დაასრულა და პირველი გუნდი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც ჯგუფური ეტაპი 18 ქულით სამჯერ დაასრულა (19/20, 21/22 და 22/23 სეზონებში).
შეხვედრის დასრულების შემდეგ, რეკორდმაისტერის პრეზიდენტი, ჰერბეტ ჰაინერი ჟურნალისტებს ესაუბრა და თქვა:
"ამ გუნდმა ყველას ნათლად დაანახა, რომ ყველაფრის მოგება შეუძლია!"