ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, ბაიერნს გამოკვეთილი ფორვარდის პრობლემა ჰქონდა, თუმცა, ბოლო მატჩებში ეს როლი საკუთარ თავზე ჩუპო-მოტინგმა აიღო, თანაც ძალიან წარმატებულად.
კამერუნელმა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგაზე და ჯგუფურ ეტაპზე მოგებულ 6 მატჩზე ისაუბრა:
"ჩემპიონთა ლიგა დიდებული ტურნირია. ჩვენ ყველა თამაშის მოგება გვსურს და ვიცოდით, რომ განსაკუთრებული შეგრძნება იქნებოდა ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩის მოგება. ამიტომაც, გვსურდა, რომ ხარისხიანი თამაში გვეთამაშა და ნებისმიერი მოწინააღდეგე დაგვემარცხებინა", - განაცხდა ჩუპო-მოტინგმა.
ცნობისთვის, 33 წლის ფორვარდმა ბოლო 6 თამაშში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.