ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, ინტერს ალიანს არენაზე უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვებით, მიუნხენურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფი 100%-იანი შედეგით, 18 ქულით დაასრულა და პირველი გუნდი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც ჯგუფური ეტაპი 18 ქულით სამჯერ დაასრულა (19/20, 21/22 და 22/23 სეზონებში).
ინტერთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებმა მანეს ყოფილ კლუბთან, ლივერპულთან შესაძლო დაპირისპირებაზე ჰკითხეს, რაზეც სენეგალელმა უპასუხა:
"ორშაბათს, წილისყრაზე ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის განსაკუთრებული თამაში იქნება."