გასული წლის ზაფხულს, გერმანიის ნაკრებიდან ტონი კროოსი წავიდა. მაშინ, კროოსმა განაცხადა, რომ სურდა უფრო მეტი დრო საკლუბო ფეხბურთისთვის და ოჯახისთვის დაეთმო.
როგორც დღეს Radio MARCA წერს, გერმანიის ფეხბურთის კავშირი ცდილობს, ტონი კროოსი დაარწმუნოს, რომ საკუთარ გადაწყვეტიელბას გადახედოს და მსოფლიო ჩემპიონატი გერმანის ნაკრებთან ერთად ითამაშოს.
ცნობისთვის, კროოსმა გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით 106 შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით, გერმანიის საფეხბურთო ისტორიაში მეშვიდე პოზიციას იკავებს. ამ პერიოდში, მან 16 გოლის გატანაც მოახერხა.