ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლის შემდეგ, გუნდს გამოკვეთილი ფორვარდის პრობლემა შეექმნა, თუმცა ბოლო მატჩებში ეს როლი საკუთარ თავზე ჩუპო მოტინგმა აიღო და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებულადაც.
კამერუნელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 14 მატჩი გამართა, სადაც თავის გამოჩენა 10 გოლით და 3 საგოლე გადაცემით მოახერხა.
ბოლო 7 შეხვედრაში კი, 33 ჩუპოს ანგარიშზე 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.