ბუნდესლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ჰერტას დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:3 დაამარცხა.
შეხვედრის 64-ე წუთზე, ალფონსო დევისმა დაზიანება მიიღო - კანადელს კუნთი გაეჭიმა და მისი შეცვლა გახდა საჭირო, მოედანზე კი ლუკას ერნანდესი შემოვიდა.
როგორც დღეს კლუბმა დაადასტურა, ალფონსო დევისს ბარძაყის დაჭიმულობა აღენიშნება და მომდევნო ორ თამაშს (ვერდერთან და შალკესთან) გამოტოვებს. ამასთან, ცნობილია ისიც, რომ კანადელ მცველს, მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების საშიშროება არ ემუქრება.