დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე, ცნობილი გახდა, რომ მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნის მეტოქე ფრანგული პსჟ იქნება.
კალენდარი უკვე შედგენილია და ცნობილია, როდის გამართავენ გუნდები შეხვედრებს:
პირველი შეხვედრა: 14 თებერვალი| პარკ-დე-პრენსი (პარიზი) | 23:55 სთ
მეორე შეხვედრა: 8 მარტი | ალიანს არენა (მიუნხენი) | 23:55 სთ