დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე, ცნობილი გახდა, რომ მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნის მეტოქე ფრანგული პსჟ იქნება.
აღნიშნული წილისყრა მიუნხენის ბაიერნის მეკარემ, მანუელ ნოიერმაც შეაფასა:
"მოუთმენლად ველოდებით 1/8 ფინალურ მატჩს და ვიცით, რომ წინ რთული გამოწვევა გველოდება.
პარიზის წინააღმდეგ, ცუდი და კარგი გამოცდილება გვქონდა. ჩვენი დაცვის როლი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მათ შეტევაში დიდებული მოთამაშეები ჰყავთ.
თუ ჩვენ კარგ ფორმაში ვიქნებით და ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ორივე მატჩშ მოუთმენლად ველოდებით, შანსები 50/50-ზეა. ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის შეიძლება ასეთ ძლიერ მეტოქეებს შეხვდე, თუმცა მზად უნდა იყო", - განაცხადა ნოიერმა.