გერმანიის ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნმა საშინაო არენაზე ვერდერის ბრემენს უმასპინძლა და მეტოქე 6:1 გაანადგურა.
აღნიშნული შეხვედრის პირველ ნახევარში, სადიო მანემ ტრავმა მიიღო და ნაგელსმანს მისი შეცვლა მოუწია - სენეგალელის მდგომარეობაზე, მატჩის დასრულების შემდეგ იულიან ნაგელსმანმა ისაუბრა:
"მანეს სკანირება ჩაუტარდება და ზუსტი პასუხი მოგვიანებით გვეცოდინება, იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია."
მანეს შესაძლო ტრავმაზე კომენტარი ნაგელსმანის ასისტენტმა, დინო ტომპიოლერმაც გააკეთა და გულშემატკივრები დაამშვიდა:
"მანემ ბურთს ფეხი დაარტყა, რამაც ნერვის ოდნავი დაჭიმულობა გამოიწვია, მისი თქმით სერიოზული არაფერია და მანეს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე საფრთხე არ ემუქრება."