რამდენიმე დღის წინ, რონალდომ მანჩესტერ იუნაიტედში არსებულ სიტუაციაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც საკმაოდ სკანდალური გამოდგა. პორტუგალიელ ვარსკვლავს, არც კლუბის მიმართ და არც იქ მომუშავე პერსონალის მიმართ კრიტიკა არ დაუშურებია.
ცხადია, აღნიშნულზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მანჩესტერული კლუბი დატოვოს.
როგორც, Daily Mail-ის ჟურნალისტი, კრის ველერი ირწმუნება, კრიშტიანო რონალდოს აგენტი, ჯორჯ მენდესი გასულ კვირას, ბაიერნის ბოსებს შეხვდა, რათა რონალდოს მიუნხენურ გრანდში ტრანსფერი განეხილათ.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს, ბაიერნმა აღნიშნული ტრანსფერი დაბლოკა.