საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის მცველი, ბენჟამინ პავარი ახალ გუნდში გადასვლას არ გამორიცხავს. ეს ყოველივე ფრანგმა მცველმა რამოდენიმე დღის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა.
თუმცა, პავარს ახალ გუნდთან, ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა აქვს - ის ცენტრალური მცველის პოზიციაზე უნდა განიხილონ.
"გერმანიაში 7 წელია ვთამაშობთ. ბაიერნთან ერთად ყველაფერი მოვიგე - ფეხბურთს მოსაგებად ვთამაშობ და მზად ვარ, ახალი, საინტერესო პროექტებიც განვიხილო, ოღონდ, როგორც ცენტრალურმა მცველმა"', - განაცხადა პავარმა.