ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფის პირველ ტურში, გერმანიის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი გერმანელთა სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს ასახელებს.
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი- კერერი, ზულე, რუდიგერი, რაუმი - კიმიხი, გორეცკა - ჰოფმანი, მუსიალა, გნაბრი - ჰავერცი.
ცნობისთვის, გერმანიასა და იაპონიას შორის გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.