ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფის პირველ ტურში, გერმანიის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა:
"იაპონური ფეხბურთის დიდი მოყვარული ვარ. კამადა გამორჩეულ სეზონს ატარებს, ენდო ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ხვალინდელი შეხვედრა დიდი გამოცდაა, მაგრამ ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები", - განაცხადა ფლიკმა.
ცნობისთვის, გერმანიასა და იაპონიას შორის გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.