დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში გერმანიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის ნაკრებმა ჰანს ფლიკთან ერთად მოთამაშე არ გააგზავნა, რისთვისაც FIFA-სგან შესაძლოა ჯარიმა დაეკისროთ.
გერმანელებმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად გუნდის სავარჯიშო ბაზიდან მედიაცენტრამდე გასავლელი დიდი გზა მოიმიზეზეს.
ცნობისთვის, ესპანეთსა და გერმანიას შორის გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.