დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში გერმანიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ დაპირისპირებაზე ლეგენდარულმა გერმანელმა მოთამაშემ, ოლივერ კანმა ისაუბრა:
"რატომ არ უნდა დავამარცხოთ ესპანეთი? მართალია, ისინი ტოპ გუნდი არიან, თუმცა ასევე ძალიან ახალგაზრდებით დამოკპლექტებული. გამარჯვებამ შესაძლოა ტურნირის დარჩენილ ნაწილზე დადებითი გავლენა მოახდინოს.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ფლიკმა დღევანდელი მატჩისთვის სწორი დასკვნები გამოიტანა, ის არის მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის ძალიან პოზიტიურად ფიქრობს და მსგავსი რაღაცეები მოთამაშეებზეც კარგად აისახება. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს სწორ შემადგენლობას დააყენებს", - განაცხადა კანმა.
ცნობისთვის, ესპანეთსა და გერმანიას შორის გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.