კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიის ნაკრებისთვის ცუდად დაიწყო. ჰანს ფლიკის გუნდმა ჯერ იაპონიასთან განიცადა მარცხი, ახლა კი ესპანეთს ვერ მოუგო და ფრედ 1:1 ითამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში გოლები შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა, ალვარო მოროტამ და ნიკლას ფიულკრუგმა გაიტანეს.
Whoscored.com-ის ვერსიით, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჟორდი ალბა გახდა (7.9 ქულით), ხოლო გერმანელთა მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება ჯამალ მუსიალამ (7.3 ქულა) დაიმსახურა.
გაეცანით თითოეული მოთამაშის სარეიტინგო ქულას: