მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა ბაიერნის და გერმანიის ეროვნული ნაკრების ამომავალ ვარსკვლავზე, 19 წლის ჯამალ მუსიალაზე ისაუბრა, და ახალგაზრდა ვინგერის გაზრდილ სატრანსფერო ღირებულებასაც შეეხო:
"ეს ჩვენთვის მეორეხარისხოვანია, ამით არაფერი შეიცვლება, რადგან მის გაშვებას არ ვაპირებთ. მუსიალას სურს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს და ჩვენ ბაიერნში მას მხარს დავუჭრეთ ამ გზაზე.. ერთად დიდი საქმეების მიღწევა შეგვიძლია", - განაცხადა ჰაინერმა.