დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში გერმანიის ეროვნული ნაკრები კოსტა-რიკას დაუპირისპირდება.
მატჩამდე რამოდენიმე საათით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ჰანს ფლიკის გუნდის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს ასახელებს.
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კერერი, ზულე, რუდიგერი, რაუმი - კიმიხი, გორეცკა - მუსიალა, მიულერი, სანე - ფიულკრუგი.