მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში, გერმანიის ნაკრები კოსტა-რიკას დაუპირისპირდა და მეტოქე 2:4 დაამარცხა.
მიუხედავად ამ მოგებისა, გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩა, რადგან პარალელურ შეხვედრაში ესპანეთი იაპონიასთან დამარცხდა.
კოსტა-რიკასთან მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან ტომას მიულერმა ისაუბრა:
"თუ ეს ჩემი ბოლო თამაში იყო, მისგან დიდი სიამოვნება მივიღე. ჩვენ ერთად წარმოუდგენელი მომენტები განვიცადეთ, ყოველ მატჩში ვცდილობდი მოედანზე გული დამეტოვებინა და ამას გერმანიის სიყვარულით ვაკეთებდი", - განაცხადა მიულერმა.