მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში, გერმანიის ნაკრები კოსტა-რიკას დაუპირისპირდა და მეტოქე 2:4 დაამარცხა.
მიუხედავად ამ მოგებისა, გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩა, რადგან პარალელურ შეხვედრაში ესპანეთი იაპონიასთან დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ჰანს ფლიკმა ჯამალ მუსიალაზე ისაუბრა, შეგახსენებთ 19 წლის ამომავალი ვარსკვლავი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანელთა მხირდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გამორჩეული მოთამაშე იყო.
"ჯამალმა ფანტასტიკურად ითამაშა და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ფეხბურთელი ვეღარ ითამაშებს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე."