გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჰანს ფლიკსა და ლეგენდარულ მოთამაშეს, ბასტიან შვაინშტაიგერს შორის სატელევიზიო ჩართვისას სიტუაცია დაიძაბა.
ჟურნალისტი: "შვაინშტაიგერმა თქვა, რომ თამაშის მიმდინარეობისას თითქოს ცეცხლი სხვა გუნდებში უფრო იგრძნობოდა, გერმანიის ნაკრებში კი არა, ეთანხმებით ამ პოზიციას?"
ფლიკი: "არა, რადგან აბსოლუტური სისულელეა! რა უნდა გაგვეკეთებინა?!
მოგვიანებით, ფლიკის ამ უხეშ კომენტარს თავად შვაინშტაიგერიც გამოეხმაურა:
"ზოგჯერ, მოედანზე არის სიტუაციები, როცა ფეხბურთელები კონცენტრაციას კარგავენ. მსგავსი რამ კოსტა-რიკასთან მატჩიც მოხდა, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 1:1 იყო. "ცეცხლში" მხოლოდ შეტევას არ ვგულისხმობდი, ჩვენი მცველები მეტოქეებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას ხშირად აძლევდნენ - ყოველივე ეს იმიტომ ვთქვი, რომ ჩვენი ნაკრების სხვა მატჩებში გაცილებით მეტი მონდომება დამინახავს.
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მუდამ გოლებს ვუშვებთ, კარგი დაცვის გარეშე კი კარს მშრალად ვერ შევინახავთ და ვერც თამაშებს მოვიგებთ, მე მხოლოდ ეს ვიგულისხმე."