მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში, გერმანიის ნაკრები კოსტა-რიკას დაუპირისპირდა და მეტოქე 2:4 დაამარცხა.
მიუხედავად ამ მოგებისა, გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩა, რადგან პარალელურ შეხვედრაში ესპანეთი იაპონიასთან დამარცხდა.
კოსტა-რიკასთან მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან იოზუა კიმიხმაც ისაუბრა:
"ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი დღე იყო. მეშინია, 'უფსკრულში' არ გადავარდე. მსგავსი სიტუაცია გაფიქრებინებს, რომ ეს წარუმატებლობა ჩემს პიროვნებას უკავშირდება.
გუნდს 2016 წელს შემოვუერთდი, ასე რომ არ მსურს წარუმატებლობასთან ვასოცირდებოდე", - განაცხადა კიმიხმა.