გერმანიაში დაბადებულმა 35 წლის მოთამაშემ, კევინ პრინც ბოატენგმა მედიასთან იოზუა კიმიხის ემოციურ კომენტარზე ისაუბრა:
"კიმიხის გულწრფელმა განცხადებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ვიცი, როგორი გრძნობაა "ღმა ორმოში ჩავარდნა" და იმედი მაქვს, რომ მას ამ წარუმატებლობის დასაძლევად გვერდით შესაბამისი ხალხი ჰყავს.
კიმიხი ბრწყინვალე მოთამაშეა ძლიერი მენტალიტეტით. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა მისთვის, დამირეკოს ნებისმიერ დროს და მას სიამოვნებით ვუმასპინძლებ", - განაცხადა ბოატენგმა.
გირჩევთ: "არ მინდა წარუმატებლობასთან ვასოცირდებოდე", - კიმიხის კომენტარი მსოფლიოდან გამოვარდნის შემდეგ
ასევე: "დიდებული მოთამაშე ხარ..", - კიმიხის ემოციურ კომენტარს სოციალურ ქსელში გრიზმანიც გამოეხმაურა (ფოტო)