მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში, გერმანიის ნაკრები კოსტა-რიკას დაუპირისპირდა და მეტოქე 2:4 დაამარცხა.
მიუხედავად ამ მოგებისა, გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩა, რადგან პარალელურ შეხვედრაში ესპანეთი იაპონიასთან დამარცხდა.
კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანელთა წარუმატებელ გამოსვლას ადგილობრივი გამოცემა kicker-ი სპეციალური გამოკითხვით გამოეხმაურა და გულშემატკივრებს აზრი ჰანს ფლიკის გაშვება, არ გაშვების საკითხზე ჰკითხა.
ჯამში გამოკითხვაში მონაწილეობა 360,000-მდე ადამიანმა მიიღო, 55%-მა ფლიკის გაშვებას დაუჭირა მხარი, 45%-მა კი გერმანელი სპეციალისტის დარჩენას.