გერმანიის ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის მეკარემ, მანუელ ნოიერმა შვებულებაში ყოფნის პერიოდში, ფეხი მოიტეხა, რის გამოც გუნდს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება.
როგორც გაირკვა, ნოიერმა თხილამურებზე სრიალის დროს მოიტეხა ფეხი და ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო, საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა გერმანელი მეკარე მიმდინარე სეზონში იუქმებს.
აღნიშნულ ფაქტს მიუნხენის ბაიერნის დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩიც გამოეხმაურა:
"ნოიერი ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს. ის ძლიერი პიროვნებაა და აუცილებლად დაბრუნდება. ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს, მას შეუძლია ბოლომდე დაეყრდნოს ბაიერნს.
საშინელია რაც მას დაემართა და ცხადია, მთელი ჩვენი ფიქრები მასთანაა. გუშინ და დღეს ვესაუბრე, ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.