გერმანიის ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის მეკარემ, მანუელ ნოიერმა შვებულებაში ყოფნის პერიოდში, ფეხი მოიტეხა, რის გამოც გუნდს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება.
როგორც გაირკვა, ნოიერმა თხილამურებზე სრიალის დროს მოიტეხა ფეხი და ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო, საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა გერმანელი მეკარე მიმდინარე სეზონში იუქმებს.
აღნიშნულ ფაქტს გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ჰანს ფლიკიც გამოეხმაურა:
"წლის ბოლოსთვის ძალიან სამწუხარო ამბავია. მოხარული ვართ, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მანუს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ - ამ მომენტში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი!", - განაცხადა ჰანს ფლიკმა.