მიუნხენის ბაიერნის და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, დაიო უპამეკანომ ახლა თანაგუნდელზე, დეილი ბლინდზე ისაურბა:
"ის დიდებული ფეხურთელია დიდი გამოცდილებით. მოხარული ვარ, რომ ბლინდი ბაიერნშია", - თქვა უპამეკანომ.
ცნობისთვის, ნიდერლანდელი მცველი ბაიერნის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.
ბლინდი აქამდე “აიაქსის” ღირსებას იცავდა. მან 2018-2023 წლებში ამსტერდამული კლუბის მაისურით 124 შეხვედრა გამართა.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, დეილი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში 2013 წლიდან ასპარეზობს და 99 მატჩი მოუგროვდა.