ბუნდესლიგის განახლებამდე, მიუნხენის ბაიერნმა ამხანაგური შეხვედრა გამართა, სადაც ზალცბურგს დაუპირისპირდა და ფრედ, 4:4 ითამაშა.
გუნდის ამომავალმა ვარსკვლავმა, ჯამალ მუსიალამ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გააკეთა კომენტარი:
"რა თქმა უნდა, გამარჯვება გვსურდა, თუმცა კარგად ვიმუშავეთ და ვნახეთ ის კომპონენტები, რისი გამოსწორებაც შეგვიძლია. ატმოსფერო გუნდში ძალიან კარგია, ჩვენც ბევრს ვმუშაობთ და მოუთმენლად ველოდებით ჩემპიონატების განახლებას", - განაცხადა მუსიალამ.