მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბეტ ჰაინერმა გერმანულ ფეხბურთზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰანს ფლიკის გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო:
"ორ წელიწადზე ნაკლებ დროში ევროპის ჩემპიონატი გველის, რომელსაც ჩვენ ვმასპინძლობთ. გერმანული ფეხბურთი უნდა გაერთიანდეს და ნეგატივში არ უნდა ჩავარდეთ. ვფიქრობ, რომ ჰანს ფლიკის დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო.
რატომ? ფლიკმა ბაიერნში აჩვენა, რომ მას ტიტულების მოგება შეუძლია და ეს არის ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა. გერმანიის ნაკრებმა საკუთარი სტანდარტების მიხედვით, ყოველთვის უნდა შეძლოს ტიტულისთვის ბრძოლა და თამაში", - განაცხადა ჰაინერმა.