ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი ირწმუნება, რომ ზინედინ ზიდანი ბაიერნის გაწვრთნით დაინტერესებულია:
"ბაიერნი ზინედინ ზიდანის იმ ოთხ სანდო ვარიანტს შორის ერთ-ერთია, რომელთა გაწვრთნაც ზინედინ ზიდანი აპირებს. ფრანგი სპეციალისტი ყოველთვის დიდ პატვის სცემდა ბაიერნის ინსტიტუს, რომელიც დაფუძნებულია მყარ საფუძვლებზე და ფინანსურ შესაძლებლობებზე, რაც მათ საშუალებას აძლევს ყოველწლიურად იბრძოლონ ჩემპიონთა ლიგის მოსაპოვებლად", - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, ნაგელსმანს ბაიერნთან კონტრაქტი 2026-წლამდე აკავშირებს, თუმცა, თუ გერმანელი სპეციალისტი ამ სეზონში კლუბთან ერთად წარმატებას ვერ მიაღწევს, არ არის გამორიცხული ის დაითხოვონ.