როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნის 28 წლის შუახაზელი, მარსელ ზაბიცერი იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს.
გთავაზობთ, ავსტრიელი ფეხბურთელის პირველ კომენტარს ინგლისში გადაბარგებასთან დაკავშირებით:
"ცხოვრებაში ხანდახან სწრაფი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გვწიევს. იმ მომენტიდან, როცა გავიგე ამ შესაძლებლობის შესახებ, მივხვდი, რომ ეს სამომავლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
მე ვარ კონკურენტუნარიანი მოთამაშე, მსურს გავიმარჯოვ და კლუბს მიზნის მიღწევაში დავეხმარო.
ვგრძნობ, რომ როგორც ფეხბურთლი კარგ ფორმაში ვარ და მანჩესტერში გამოცდილების და ენერგიის შეტანა შემიძლია. აღფრთოვანებული ვარ, ახალი მწვრთნელით და თანაგუნდელებით, ერთი სული მაქვს, ჩემი თვისებები მანჩესტერში გულშემატკივრების წინაშე გამოვავლინო", - განაცხადა ზაბიცერმა.
ცნობისთვის, იჯარა არ მოიცავს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებას.