გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ვოლფსბურგს დაუპირისპირდა და მეტოქე 2:4 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი იულიან ნაგელსმანმა გააკეთა:
"გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველი 3 მომენტიდან სამივე გოლად ვაქციეთ, რამაც მოგვიანებით ყველაფერი გაამარტივა.
3:0-ის შემდეგ მოვდუნდით და ვოლფსბურგმაც მოახერხა თამაშში დაბრუნება.
ჯამალის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა - 3 ქულა ავიღეთ და წინ მივიწევთ", - განაცხადა ნაგელსმანმა.