სადიო მანემ დღეს ბურთთან ერთად ივარჯიშა და ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობა გაზარდა. მიუხედავად ამისა, როგორც გერმანული გამოცემები ირწმუნებიან, სენეგალელის დაბრუნება პსჟ-სთან გასამართი პირველი შეხვედრისთვის ვერ მოხდება.
მანეს დაბრუნების სავარაუდო თარიღად 26 თებერვალს, უნიონ ბერლინთან გასამართ მატჩს მოიაზრებენ.
ცნობისთვის, პსჟს და ბაიერნს შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა 14 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.
იხილეთ მანეს დღევანდელი ვარჯიშის ვიდეო: