ბუნდესლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად შტუტგარტს დაუპირისპირდა, მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლეონ გორეცკა მბაპეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, იმის თაობაზე, რომ ფრანგმა შემტევმა პსჟ-ს ყველა მატჩში ფავორიტი უწოდა.
"იგივეს ვიტყოდი ჩვენზეც", - თქვა გორეცკამ.
შეგახსენებთ ბაიერნი და პსჟ განმეორებით შეხვედრას 8 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გამართავენ.