მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა ორმატჩიან დუელში ფრანგული პსჟ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა გაინაღდა.
განმეორებითი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი მატიას დე ლიხტმაც გააკეთა, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა და ერთ ეპიზოდში ბურთი ცარიელი კარის ხაზიდანაც გამოიტანა.
"ძალიან, ძალიან მაგარი გრძნობა იყო, როცა ბურთი ცარიელი კარიდან გამოვიტანე. ყოველთვის მზად უნდა იყო, როცა შენი თანაგუნდელი ბურთს კარგავს.
საბედნიეროდ, დარტყმა ძლიერი არ აღმოჩნდა და საჭირო ადგილას მოვხვდი. ეს ჩვენი ღამე იყო", - განაცხადა დე ლიხტმა.