მოგეხსენებათ, ეროვნულ ნაკრებს საწვრთნელ შეკრებაზე 17 წლის დებიუტანტი გაბრიელ სიგუა შეუერთდა - დღევანდელ პრესკონფერენციაზე სხვა არაერთ საინტერესო თემასტან ერთად, სანიოლმა დინამო თბილისის ახალგაზრდა წევრზეც ისაუბრა:
"გაბრიელი სიგუა თანამედროვე პროფილის ფეხბურთელია, რომელიც სათამაშო სტილით ლეონ გორეცკას ჰგავს: მოედანზე აქტიური, მშრომელი და თავისი ასაკისთვის შესანიშნავად განვითარებული მოთამაშეა.
არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და კლუბს, თუ დაიმსახურებ, სათამაშო პრაქტიკას აუცილებლად მიიღებ. ექნება შესაძლებლობა, მაჩვენოს რა შეუძლია. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ. ისეთივე იყოს ჩვენთან, როგორიც დინამოშია.
ბოლო პერიოდში საკმაოდ შთამბეჭდავად ასპარეზობს. ბევრი ვიფიქრე, ადრე ხომ არ იყო მისი გამოძახება, თუმცა მოედანზე ამტკიცებს, რომ მზად არის და ვფიქრობ, პიროვნულადაც მზად იქნება ნაკრებში ყოფნისთვის", - განაცხადა სანიოლმა.