მოგეხსენებათ, გუშინ გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა, სადაც ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.
ამ მატჩით ჰანს ფლიკის გუნდისთვის მარტის სანაკრებო შეკრება დასრულდა, მოგვიანებით მარცხზე კომენტარი მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა:
"პირველ ნახევარ საათში ზედმეტად პასიურები ვიყავით, მეტოქეს ზედმეტად ვერიდებოდით, რის გამოც წნეხის ქვეშ ვერ მოვაქციეთ, ბელგიამ საწყის წუთებში უბრალოდ გვაჯობა, მაგრამ ამის შემდეგ სიტუაცია ოდნავ გამოვასწორედ და სტაბილურები გავხდით", - განაცხადა ფლიკმა.