მოგეხსენებათ, რამოდენიმე დღის წინ მიუნხენის ბაიერნმა ყველასთვის მოულოდნელად მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვადაზე ადრე იულიან ნაგელსმანი გაანთავისუფლა, რასაც მოგვიანებით ბაიერნის და ხორვატიის ნაკრების ახალგაზრდა მცველი, იოსიპ სტანისიჩიც გამოეხმაურა:
"სამწუხაროა რაც მოხდა, რადგან ნაგელსმანი კარგი მწვრთნელი იყო, რომელმაც საშუალება მომცა თავი უმაღლეს დონეზე წარმომეჩინა.
ვწუხვარ, რადგან მის გათავისუფლებაზე ნაწილობრივ პასუხიმსგებელი ჩვენც ვართ, როგორც გუნდი.
ჩემი ურთიერთობა მასთან ყოველთვის კარგი იყო, ამიტომ ცუდ ვერაფერს ვიტყვი. ამ ამბის გაგების შემდეგ, მესიჯიც გავუგზავნე, სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ", - თქვა სტანისიჩმა.